აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები „ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე ობიექტს, აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებულ პერსონალსა და ფარულ კომპანიებს“ დაუწესდათ.
სახდეპის ცნობით, სამიზნე ასევე გახდა 19 გემი, რომლებსაც ირანი სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იყენებდა. აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ხაზინა თეირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას სისტემატიურად ანადგურებს.
„ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა ხელს უწყობს ტერორისტული მიზნებისთვის დაფინანსების უკანონო გადაცემას, რადგან ხაზინა სისტემატურად ანადგურებს თეირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემას და ჩრდილოვან ფლოტს ოპერაცია „ეკონომიკური მძვინვარების“ ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით უნდა იყვნენ იმის მიმართ, თუ როგორ მანიპულირებს რეჟიმი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე ქაოსის მისატანად“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი არხის გადაცემაში…
საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც…
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო…